logo
ENG



ტიკარაძე: ნუ დააყენებთ ექიმებს რისკის წინაშე, რომ საქართველო გახდეს მეორე იტალია

16 აპრ 202014:29
3 წუთის საკითხავი
 

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საზოგადოებას მოუწოდებს, გაითვალისწინონ რეკომენდაციები და დარჩნენ სახლში. მისი განცხადებით, მოქალაქეებმა მედიკოსები რისკის წინაშე არ უნდა დააყენონ, რადგან თუ ინფიცირებულების მზარდი რაოდენობა დაფიქსირდება, არ არის გამორიცხული, რომ საქართველოში იტალიის მსგავსი სიტუაცია განმეორდეს. 

​პირველი განგაშის სიგნალი იყო გაჟღერებული სამინისტროს მხრიდან, როდესაც ჩვენ დავასახელეთ ის რიცხოვნება ექიმების, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია. სწორედ აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებმა არ დაიწყონ საკუთარი ბედის გამოცდა და არ ჩააყენონ ჩვენი ექიმები რისკის წინაშე, რომ საქართველო გახდეს მეორე იტალია. ის მაქსიმალური რაოდენობა, რომელიც საქართველოში შეიძლება ხელოვნური სუნთქვის აპარატით იმართოს არის 1200. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ადამიანური რესურსების სიმწირე, რომლის შეძენაც ნებისმიერ ფასად არის წარმოუდგენელი, რადგან ეს პროფესიონალები წლების განმავლობაში ყალიბდებიან და საქართველოს დღეს ჰყავს მხოლოდ იმდენი რეანიმატოლოგი, რა რიცხვიც იქნა დასახელებული“,- განაცხადა ტიკარაძემ.


close დახურვა